თავში

ხათუნა ჟორდანია: ნინი ყველა ღონეს ხმარობს რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს

ხათუნა ჟორდანია: ნინი ყველა ღონეს ხმარობს რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს

ხათუნა ჟორდანიამ უფროს ქალიშვილზე ნინი ქარსელაძეზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღეს მისი სიცოცხლე, სწორედ ნინის დამსახურებაა. 

ჟორდანიას თქმით, ნინი ცდილობს სიცოცხლე გაუხანგრძლივოს.

"მე და ნინი ერთად ვიზრდებოდით, ინტერნეტში მეჩხუბებიან, როცა ნინიზე ვამბობ, ბავშვია-მეთქი, მაგრამ ჩემთვის სულ ბავშვია. ნინიზე რაც უნდა ვილაპარაკო, ცოტა იქნება იმასთან შედარებით, რაც სინამდვილეში არის. ამ პერიოდში განსაკუთრებულად მადლიერი ვარ ნინისი, რომელიც მე მაცოცხლებს და ყველა ღონეს ხმარობს იმისთვის, რომ სიცოცხლე გამიხანგრძლივოს. შემიძლია თამამად გითხრათ, რომ თუ დღეს მე ცოცხალი ვარ, ეს აბსოლუტურად ნინის დამსახურებაა," - აღნიშნა "რუსთავი 2-ის" ეთერში ხათუნა ჟორდანიამ.

ხათუნა ჟორდანია ფილტვის სიმსივნეს ებრძვის. მან ქიმიოთერაპიის კურსი ისრაელში გაიარა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system