თავში

,,ხათუნასთვის მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი" - ზურა ხაჩიძის გადაწყვეტილება - VIDEO

,,ხათუნასთვის მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი" - ზურა ხაჩიძის გადაწყვეტილება - VIDEO
,,ხათუნასთვის მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი - ზურა ხაჩიძის გადაწყვეტილება - VIDEO

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ზურა ხაჩიძე ამბობს, რომ მონასტერში წასვლას აპირებს. 

ზურა ამბობს, რომ უნდა, მეუღლის, ხათუნა ჟორდანიას გამოჯანმრთელებისთვის იქიდან ილოცოს.

,,ვაპირებ მონასტერში ცოტა ხნით წასვლას. საკუთარი ძალების აღსადგენად. შეთანხმებული ვარ, სახლში, ხათუნამაც იცის. ხათუნასთვისაც მინდა გადავდგა ეს ნაბიჯი, მისი კარგად ყოფნისთვის ჩემი მონასტერში წასვლა ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. მანამ, სანამ ჩემს მომავალს არ დავინახავ, მე იქიდან არ დავბრუნდები... რაც მთავარია, ჩემს ხათუნაზე ვილოცებ, იმისთვის, რომ კარგად იყოს და დარწმუნებული ვარ, კარგად იქნება", - ამბობს ზურა ხაჩიძე.

ცნობისთვის, ხათუნა ჟორდანია მძიმე სენს ებრძვის. ექიმებმა მას მარჯვენა ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე დაუდგინეს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system