თავში

ხაზარაძე: ანაკლიის პორტის შეჩერების მიზანი "ლელოს" პოლიტიკური განეიტრალებაა - VIDEO

ხაზარაძე: ანაკლიის პორტის შეჩერების მიზანი "ლელოს" პოლიტიკური განეიტრალებაა - VIDEO
ხაზარაძე: ანაკლიის პორტის შეჩერების მიზანი ლელოს პოლიტიკური განეიტრალებაა - VIDEO

"ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთავრობამ 50 მილიონის გარანტიაზე თქვა უარი, მაშინ, როდესაც პორტისგან ქვეყნისთვის მისაღები სარგებელი უპრეცედენტო იქნებოდა. აღნიშნული განცხადება მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძესთან ერთად, საქალაქო სასამართლოს ეზოში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. 

"ჩვენ ვხედავთ, რომ მთავრობამ მინიმალური დახმარებაც არ გაუწია პორტის მშენებლობისთვის საჭირო პროცესებს. ამ დროს კი ჩრდილოეთით გზის და გვირაბების მშენებლობისთვის ხარჯავს მილიონებს და ეს გზა ადრე თუ გვიან იქნება დიდი საფრთხე ქვეყნისთვის, რადგან მას გამოივლიან რუსული ტანკები საქართველოს ოკუპაციისთვის", - განაცხადა ხაზარაძემ. 

ხაზარაძემ დღეს დაგეგმილ სასამართლო პორცესზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოწმეები ვერაფერს ეტყვიან პროკურატურას ისეთს, რაც მათ საქმეში გამოადგებათ, რადგან დანაშაული არ არსებობს და რეალურად, ანაკლიის პორტის შეჩერება და ამ ყველაფრის მიზანი "ლელოს" პოლიტიკური განეიტრალებაა. მან სასამართლო სხდომებს ბიძინა ივანიშვილის დადგმული შოუ უწოდა. 

ცნობისთვის ჯაფარიძე-ხაზარაძის პროცესი საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში იწყება. 

როგორც გასულ კვირას ხაზარაძემ განაცხადა სასამართლოში სხდომები ყოველ-მეორე დღეს ჩაინიშნა. ხაზარაძის თქმით, ხელისუფლება მათ მიზანმიმართულად უშლის ხელს პოლიტიკურ საქმიანობაში, რადგან სასამართლო სხდომები ისეთი სიხშირით ინიშნება, რომ ლიდერებს პოლიტიკური აქტივობისა და მედიასთან კომუნიკაციისთვის კვირაში მხოლოდ ორი დღე რჩებათ. შესაბამისად, მიიღეს გადაწყვეტილება, რომ სხდომის დაწყებამდე საზოგადოებას ანგარიში სწორედ სასამართლოს წინ ჩააბარონ და სამომავლო გეგმები გააცნონ. 

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000-ლარიანი გირაო აქვთ შეფარდებული.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system