თავში

"ხდება პაციენტების გადმოყვანა" - თამარ გაბუნია

"ხდება პაციენტების გადმოყვანა" - თამარ გაბუნია
ხდება პაციენტების გადმოყვანა - თამარ გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო, ჯანდაცვის სისტემა მაქსიმალური დატვირთვით მუშაობს. 

მისი თქმით, ამ დროისთვის ქვეყანაში 9 000 საწოლია მობილიზებული.

"კლინიკების მობილიზება მაქსიმალური რჩება. 9 000-მდე საწოლია ამ დროისთვის მობილიზებული. კახეთში, სადაც საწოლფონდის საჭიროება დღეს ყველაზე მაღალია, საწოლფონდი ზოგადად მცირეა, მაგრამ ეს არ ქმნის პრობლემას, რადგან ხდება პაციენტების გადმოყვანა სხვა რეგიონებში, ძირითადად თბილისში, თუკი ამის საჭიროება არსებობს", - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 739 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 2082 ადამიანი, გარდაიცვალა 36 პაციენტი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system