თავში

გამყრელიძე: პანიკის საფუძველი არ არის - VIDEO

გამყრელიძე: პანიკის საფუძველი არ არის - VIDEO
გამყრელიძე: პანიკის საფუძველი არ არის - VIDEO

პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის, უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე ქვეყანაში და უნდა გვქონდეს მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა, არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ჩვენ ვბრუნდებით ჩვენს მიერ დასახელებული ქვეყნებიდან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოში ახალი კორონავირუსული ინფექციის შემთხვევების მატება მოსალოდნელია.

,,მთავარია, მინიმუმამდე დავიყვანოთ შემთხვევების მატების რიცხვი, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება. საქართველო ნაწილი ვართ სამყაროსი და ეს არ უნდა იყოს მოულოდნელი. მთავარია, რაც შეიძლება მალე დავსვათ დიაგნოზი გამოვიკვლიოთ ინფიცირებული, დავეხმაროთ მას კლინიკურად, ვეძიოთ კონტაქტები, მოვახდინოთ ამ კონტაქტების იზოლირება, თუ საჭიროა მათი შემდგომი სწრაფი კვლევის ჩატარება. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს კონტაქტების იდენტიფიცირება და ამაში მოქალაქეები უნდა დაგვეხმარონ“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნებში მოგზაურობისგან. ესენია: ჩინეთი, სამხრეთ კორეა, იტალია, ირანი.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, საზღვარზე საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შეზღუდვები დაწესდა და იტალიასთან პირდაპირი ფრენები დროებით შეჩერდა.

შეგახსენებთ, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 12 შემთხვევაა დადასტურებული. 

მათგან ერთ-ერთი ინფიცირებული, ამირან გამყრელიძის შვილია. ნიკოლოზ გამყრელიძემ ფაქტის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system