თავში

"ხეების ქურდი რუსი ოლიგარქი" - წარწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს

"ხეების ქურდი რუსი ოლიგარქი" - წარწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები
ხეების ქურდი რუსი ოლიგარქი - წარწერისთვის სამოქალაქო აქტივისტები დააჯარიმეს

"ხეების ქურდი რუსი ოლიგარქი", - სტენსილის გამო სამოქალაქო აქტივისტები 1000 ლარით დააჯარიმეს.

როგორც თამთა გოგოლაძე სოციალურ ქსელში წერს, სამართალდამცველებმა მიმდინარე ტერიტორია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად ჩათვალეს.

"საპატრულოდან თუ ინსპექციიდან დამირეკეს. კოჯრის გზაზე, გვირაბში 21 ნოემბერს წარწერა გააკეთეთო და ვინაიდან აღნიშნული ტერიტორია შედის კულტურული მემკვიდრეობის ზონაში, თქვენ დაჯარიმებული ხართ 1000 ლარით და რადგან ტელეფონზე გესაუბრებით და მისმენთ, ოქმი ავტომატურად ითვლება ჩაბარებულად, შეგიძლიათ 10 დღის ვადაში გაასაჩივროთო.

ბიძინას მიმდებარედ ყველა ქვა და ბეტონი რომ კულტ.მემკვიდრეიბის ძეგლად ითვლება, იცოდით?", - წერს სამოქალაქო აქტივისტი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system