თავში

სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზრდებათ

სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზრდებათ
სოციალურ აგენტებს ხელფასები გაეზრდებათ

,,სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში კიდევ გაიზრდება“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ განაცხადა. 

გიორგი წოწკოლაური სოციალურ აგენტებთან შეხვედრის სურვილს გამოთქვამს და აღნიშნავს, რომ მათ პირადად მისთვის აღნიშნულ საკითხზე არასდროს მიუმართავთ. 

მინისტრის მოადგილის თქმით, ის მზადაა სოციალურ აგენტებს ნებისმიერ დროს შეხვდეს და მათთვის საინტერესო საკითხები პირადად განიხილოს.

გიორგი წოწკოლაური განმარტავს, რომ სოციალური აგენტების შრომის ანაზღაურება საშუალოდ თვეში 700 ლარს შეადგენს.

„სოციალური აგენტები ხელფასს იღებენ გამომუშავებით, იმის მიხედვით თუ რამდენ ოჯახში ანხორციელებენ ვიზიტს. დამატებით ფიქსირებულად იღებენ 100 ლარს, რაზეც მინისტრმა უკვე მოგვცა დავალება და შეჯერებული ვართ, რომ ეს თანხა გაორმაგდება და შესაბამისად გახდება 200 ლარი. ეს არის რეორგანიზაციული ნაწილი, რომელიც უახლოეს მომავალში დასრულდება. შესაბამისად სოციალური აგენტებისთვის ხელზე ასაღები თანხა დაახლოებით 700 ლარს შეადგენს, რაც უახლოეს პერიოდში, როგორც უკვე აღვნიშნე, კიდევ გაიზრდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ. 

გიორგი წოწკოლაური აღნიშნავს, რომ რეორგანიზაციის დასრულების შემდეგ სოციალური აგენტების ხელშეკრულების ვადის გახანგრძლივება მოხდება, თავდაპირველად 6 თვემდე, შემდეგ კი 1 წლამდე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system