თავში

ხელისუფლება ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს - რუსუდან გოცირიძე

ხელისუფლება ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს - რუსუდან გოცირიძე
ხელისუფლება ძალიან ცუდ თამაშს თამაშობს - რუსუდან გოცირიძე

ხელისუფლება თავს არ იწუხებს მის რიტორიკაში მაინც გამოჩნდეს, რომ ოდნავ მრავალფეროვნად ხედავს თავის მოქალაქეებს და მხოლოდ ერთი კონკრეტული ტიპის ჯგუფს არ ელაპარაკება, - ამის შესახებ ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსმა, რუსუდან გოცირიძემ განაცხადა. 

გოცირიძის თქმით, ხელისუფლებას მოქალაქეების ბედი არ ადარდებს ან ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაშს თამაშობს. 

"რელიგიურ დღესასწაულებს ნამდვილად არ აღნიშნავს კოვიდი და მისთვის არ არსებობს ისეთი დღეები, სადაც ხალხს შეუძლია ერთად შეიკრიბოს და იქ არ გავრცელდება. სახელმწიფოს წარმომადგენელი თავს არ იწუხებს, რომ მის რიტორიკაში მაინც გამოჩნდეს, რომ ოდნავ მრავალფეროვნად ხედავს თავის მოქალაქეებს და მხოლოდ ერთი კონკრეტული ტიპის ჯგუფს არ ელაპარაკება. ან ხელისუფლებას ადარდებს მოქალაქეების ბედი, ან თამაშობს ძალიან ცუდ პოლიტიკურ თამაშს", - ამბობს ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე. 

ცნობისთვის, მთავრობამ ახალი რეგულაციები შეიმუშავა, რომლის მიხედვითაც, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილება როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა შეიზღუდება; გამონაკლისი იქნება ახალი წლის ღამე - 31 დეკემბრის ღამე და ასევე შობის ღამე - 6 იანვრის ღამე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system