თავში

ხელისუფლებიდან ერთადერთმა ადამიანმა გაბედა და ოჯახს მიუსამძიმრა - სანაია

ხელისუფლებიდან ერთადერთმა ადამიანმა გაბედა და ოჯახს მიუსამძიმრა - სანაია
ხელისუფლებიდან ერთადერთმა ადამიანმა გაბედა და ოჯახს მიუსამძიმრა - სანაია

სად არის ახლა ხელისუფლება. ხელისუფლება ეჭვმიტანილია მკვლელობაში და ვერცერთ ვერ ბედავს აქ მოსვლას - ამის შესახებ ჟურნალისტმა ვახო სანაიამ ლექსო ლაშქარავას დაკრძალვისას განაცხადა. 

მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტი ერთადერთია ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის, რომელმაც ოჯახში სამძიმრისთვის მისვლა გაბედა.

ამასთან. როგორც ჟურნალისტი ამბობს, საპროტესტო აქციები ხვალიდან გაგრძელდება. 

"რას ფიქრობენ, რას ვიზამდით ახლა ჩვენ აქ რომ მოსულიყვნენ. ვერ გაბედეს მოსვლა, მათ მხოლოდ ცხედრის მოტაცება გაბედეს. ჩვენ მათი სამძიმარი არ გვჭირდება, მაგრამ შენ ხომ უნდა გააკეთო შენი გასაკეთებელი? ერთადერთმა ადამიანმა, სალომე ზურაბიშვილმა გაბედა მოსვლა და დედას სამძიმარი უთხრა. 

ჩვენი ბრძოლა ხვალიდან გაგრძელდება და გაგრძელდება იქამდე, ვიდრე პასუხს არ აგებს ყველ, ვინც ეს კატასტროფა გაბედა" - თქვა ვახო სანაიამ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system