თავში

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას მოითხოვენ

ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას მოითხოვენ
ხელოვანები კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფას მოითხოვენ

საქართველოში მოღვაწე ხელოვანები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები და საზოგადო მოღვაწეები წერილობით მიმართავენ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, საქართველოს პრეზიდენტსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, რათა მიიღონ გადაწყვეტილება კულტურის სფეროს ქვეყნის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოცხადებისა და კულტურის სამინისტროს დამოუკიდებელ უწყებად გამოყოფის თაობაზე.

განცხადებაში, ნათქვამია, რომ მსოფლიოსთვის საქართველო რეალურად საინტერესო და მიმზიდველი მისი უძველესი და თვითმყოფადი კულტურით არის.

„სწორედ ქართული კულტურა და კულტურული მემკვიდრეობა არის ის მთავარი ფაქტორი, რაც ასე იზიდავს ტურისტებს საქართველოში. სწორედ კულტურა არის ის ძირითადი სფერო, რითაც ასე ამაყები ვართ საერთაშორისო ასპარეზზე კინოსა და თეატრალურ ფესტივალებზე, ბიენალეებზე, არტექსპოებზე, კონკურსებსა და სხვა მრავალ უმაღლესი რანგის ღონისძიებაზე. ისეთი სფეროების ერთ უწყებად გაერთიანებამ, როგორებიცაა განათლება და მეცნიერება, კულტურა და სპორტი მნიშვნელოვნად უკან დახია საქართველოში კულტურის განვითარების შესაძლებლობა, რადგან კულტურის სფეროში შემავალ ყველა დარგს თავის მხრივ მრავალი ინსტიტუციური, ფინანსური და იურიდიული პრობლემა აქვს მოსაწესრიგებელი“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ: რობერტ სტურუა, თემურ ჩხეიძე, მარინა ჯანაშია, ელდარ შენგელაია, ნიკოლოზ რაჭველი, კახი კავსაძე, ლია სტურუა, დათო ევგენიძე, ნანა ჯანელიძე, გოგი ალექსი-მესხიშვილი, ნინელი ჭანკვეტაძე, თემო გოცაძე, ვალერი ასათიანი, გია ჯაფარიძე, ქეთი დოლიძე, გიორგი კალანდია, ნინო სუხიშვილი, ილიკო სუხიშვილი, ლაშა თაბუკაშვილი, ნიკუშა შენგელაია, მერაბ კოკოჩაშვილი, მირიან შველიძე, კოტე ფურცელაძე, ნანა ფაჩუაშვილი, ლელა ალიბეგაშვილი, პაატა გულიაშვილი, დავით დოიაშვილი, ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე, დავით უფლისაშვილი, მარინა კახიანი, ნინო არსენიშვილი, ნინო ნახუცრიშვილი, ჟანრი ლოლაშვილი, თათული დოლიძე, მანანა გამცემლიძე, შალვა მატუაშვილი, ნანი ჩიქვინიძე, ნანული სარაჯიშვილი, ეთერ თათარაიძე, მანანა მენაბდე, ამირან არაბული, ალეკო შუღლაძე, დიმიტრი ღვთისიაშვილი და სხვები.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system