თავში

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 410 პაციენტია შეერთებული

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 410 პაციენტია შეერთებული
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე 410 პაციენტია შეერთებული

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 18 008, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, აქტიური შემთხვევებიდან 5 879 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 702, აჭარაში - 942, იმერეთში - 1 179, 

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 838 პირი, მათ შორის, თბილისში - 420, აჭარაში - 135, იმერეთში - 169.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 410 პირი, მათგან თბილისში - 202, აჭარაში - 118, იმერეთში - 26.

ცნობისთვის, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 3 768შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა96 860-მდე გაიზარდა.

გამოჯანმრთელდა 4 055 პაციენტიდა საერთო რაოდენობა 77 932-ს შეადგენს.

გარდაიცვალა 41 პაციენტი, სულ გარდაცვლილია 894 ადამიანი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system