თავში

,,ლელო": სისტემა კლავს და შემდეგ ხელს აფარებს საკუთარ თავს

,,ლელო": სისტემა კლავს და შემდეგ ხელს აფარებს საკუთარ თავს
,,ლელო: სისტემა კლავს და შემდეგ ხელს აფარებს საკუთარ თავს

,,სისტემა კლავს და შემდეგ ხელს აფარებს საკუთარ თავს" - ,,დამპალოს სასაფლაოზე" ახალგაზრდა კაცის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ოფისში პრესკონფერენცია ჩატარდა.

როგორც პარტიის ლიდერებმა განაცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიებას არასწორი უწყება, არასწორად ატარებს და რეალურად, საქმე სახელმწიფო ინსპექტორმა წამების მუხლით უნდა დაიწყოს. 

,,ხელისუფლება კვლავ ცდილობს ასეთ მძიმე მკვლელობაზეც, თვალში ნაცარი შემოგვაყაროს და გვითხრას, თითქოს მართლმსაჯულება აღსრულდება. სინამდვილეში, ჩვენ ვხედავთ მცდელობას, რომ ეს საქმეც ჩაიფარცხოს, არ გამოიძიონ. მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ გამოძიებას აწარმოებს არა ის უწყება, ვისაც ამ ტიპის დანაშაულებები ეხება და არა იმ კვალიფიკაციით, რომელიც ამ საქმეს უნდა მიენიჭოს, არამედ, საქმეს იძიებს პროკურატურა, რომელიც წლების განმავლობაში ხელს აფარებს ადამიანებს. ჩვენ აქ მყოფ ადამიანებს ძალიან ბევრი გვაქვს ნაბრძოლი იმისთვის, რომ სამართალდამცავი უწყების თანამშრომლებისგან ჩადენილ დანაშაულებს მოჰყოლოდა სწორი რეაგირება. წლები ვიბრძოდით, რომ შექმნილიყო დამოუკიდებელი უწყება, რომელიც უკვე არსებობს, მაგრამ ნაცვლად იმისა, რომ ეს უწყება იძიებდეს ამ საქმეს და საზოგადოებას აწვდიდეს სრულ სიმართლეს, დღეს არის კომფორტში და სიჩუმეში. კვალიფიკაცია, რომელიც ამ საქმეს აქვს მინიჭებული, არის გაცილებით მსუბუქი, ვიდრე სინამდვილეშია", - განაცხადა ,,ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა.

თბილისში, ე.წ დამპალოს სასაფლაოზე, 2 იანვარს, ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მოქმედი თანამშრომელია დაკავებული. მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 იანვარს პატიმრობა შეუფარდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system