თავში

ხელშეკრულება კი არა "თხა და გიგო" წაიკითხე - ხმაური პარლამენტში

ხელშეკრულება კი არა "თხა და გიგო" წაიკითხე - ხმაური პარლამენტში
ხელშეკრულება კი არა თხა და გიგო წაიკითხე - ხმაური პარლამენტში

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტს უსმენდნენ ხმაური იყო. 

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ზარქუა და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ერთმანეთს სიტყვიერად საპენსიო საკითხის განხილვისას დაუპირისპირდნენ. ვაშაძის თქმით, პენსიონერებს უნდა შეეძლოთ, პენსია სხვა ბანკში გადაიტანონ. 

„ხელშეკრულებას არც ერთ პენსიონერს არ აძლევენ, საიდუმლოაო, ჩანაწერები მაქვს თქვენი ცხელი ხაზების. უნამუსოები ხართ უბრალოდ, ბოლოს და ბოლოს გაჩუმდი რა, ყველამ იცის ეს, ვინ არის ეს იაფფასიანი და კლოუნი, ცხრა გაუნათლებელი რაღაცა თქვით ერთ გამოსვლაში და ყველაფერი ხომ არ დაგიზუსტო? ხელშეკრულება კი არა „თხა და გიგო“ წაიკითხე და შემდეგ მელაპარაკე“, – მიმართა გიორგი ვაშაძემ ირაკლი ზარქუას. 

ზარქუამ კი ვაშაძეს ურჩია, წაეკითხა შესაბამისი ხელშეკრულება, სადაც, მისივე განმარტებით, წერია, რომ პენსიონერს დღესაც შეუძლია ნებისმიერი ბანკიდან, მოთხოვნის შესაბამისად სესხის გადატანა სხვა ბანკში. ირაკლი ზარქუამ ვაშაძის განცხადებას პოპულისტური უწოდა. 

„დღეს აქ მოვისმინეთ პოპულიზმი, ჭიჭე ვაშაძეს მინდა ვუპასუხო. რომ შემოვიდა, ვერ გაიგო, რა თემებს მოეჭიდოს და ახლა უნდა, პენსიონერების ვითომ დამცველი გამოვიდეს. სინამდვილეში, ვინ გიკრძალავს, თამამად, უბრალოდ ჩაიხედე ხოლმე, რასაც ჰყვები. აზრზე არ ხარ და ამას გეუბნები, ამას გიხსნი, გინდა, ეს თემა ელისაშვილს წაართვა. აზრზე არ ხარ, ჯგუფი მუშაობს, თუ გინდა, შემოგვიერთდი, მეტს გაიგებ. ის, რაც შენ მოითხოვე არის ხელშეკრულება 3.5. გადაიკითხე, სადაც წერია, რომ პენსიონერს დღესაც შეუძლია, მოითხოვოს და ჩაერიცხოს სესხი თიბისი ბანკში იქნება, საქართველოს ბანკში, თუ სხვაგან. აზრზე არ ხარ, როგორ დაფრინავ და სად ხარ. ამიტომ გეუბნები, მეტი ინფორმაცია უნდა მოიძიო" – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system