თავში

ხელვაჩაურში მეწყერმა ადამიანები მოიყოლა და მდინარემ ავტომობილი წაიღო - PHOTO

ხელვაჩაურში მეწყერმა ადამიანები მოიყოლა და მდინარემ ავტომობილი წაიღო
ხელვაჩაურში მეწყერმა ადამიანები მოიყოლა და მდინარემ ავტომობილი წაიღო - PHOTO

ხელვაჩაურის რაიონის სოფელ სატეხიაში, ადიდებულმა მდინარემ მსუბუქი ავტომობილი წაიღო. ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ.

ხელვაჩაურის მერიის ინფორმაციით,  ორი პირიდან რომელიც მანქანაში იმყოფებოდა, ერთმა მანქანიდან გადმოსვლა მოახერხა, მეორე კი გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, სოფელ ჯოჭოში ჩამოწოლილი მეწყერის შედეგად, მიწის მასის ქვეშ ადამიანები მოყვნენ.

თვითმხილველების ინფორმაციით, ხელვაჩაურში მეწყერმა ერთი სახლი წაიღო, სადაც იმყოფებოდნენ მოქალაქეები. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები.

როგორც  Report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, აჭარაში მოსული უხვი ნალექის გამო, საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოსულია 400-მდე შეტყობინება. შეტყობინებების უმრავლესობა ეხება დატბორილ ქუჩებს, საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებს, ეზოებსა და სარდაფებს.

რამდენიმე ადგილას, გზაზე, ჩამოწოლილია მიწის მასა და ჩახერგილია გზა, ადიდებულია მდინარეები და ღელეები. მაშველებმა ავტოამწის დახმარებით, მდინარე სატეხიიდან ამოიტანეს ერთი ავტომობილი. მასში ადამიანები არ იმყოფებოდნენ. სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მთელი აჭარის მასშტაბით უწევენ მოსახლეობას სხვადასხვა სახის დახმარებას.

სამუშაოებში ჩართულია აჭარის 17 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 60-კაციანი შემადგენლობით. აჭარაში დამატებით მიემართება: იმერეთიდან - სპეციალური საშუალებებით აღჭურვილი 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 18-კაციანი შემადგენლობით, სამეგრელოს 4 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 19-კაციანი შემადგენლობით და თბილისის 3 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი 20-კაციანი შემადგენლობით. ამ დროისთვის, ყველა შეტყობინებაზე რეაგირება მომხდარია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system