თავში

ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ნათესავები მერის გადადგომას მოითხოვენ

ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ნათესავები მერის გადადგომას
ხელვაჩაურში ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ნათესავები მერის გადადგომას მოითხოვენ

ხმაური და დაპირისპირება იყო რამდენიმე ხნის წინ ხელვაჩაურის მერიასთან. 

რამდენიმე კვირის წინ სოფელ ჯოჭოში სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპული ოჯახის ნათესავები ხელვაჩაურის მერის ჯუმბერი ვარდმანიძის გადადგომასა და მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენებას მოითხოვენ.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, დაღუპული ოჯახი სტიქიამდე დახმარებას ითხოვდა, რადგან იცოდნენ, რომ მიმდებარე ტერიტორია მეწყერსაშიში ზონა იყო.

დაპირისპირების დროს დაღუპული ოჯახის ერთ-ერთი ნათესავი შეუძლოდ გახდა, რის გამოც ადგილზე სასწრაფო დახმარების ჯგუფის მისვლა გახდა საჭირო.

ცნობისთვის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოში მეწყერი პირველ ოქტომბერს ჩამოწვა. სტიქიამ საცხოვრებელი სახლი და ავტომობილი მოიყოლა. სახლში ოჯახის სამი წევრი, ავტომობილში კი ორი ადამიანი იმყოფებოდა.

პარალელურად სამძებრო სამუშაოები მდინარე მეჯინისწყალზე მიმდინარეობს, სადაც ერთ გაუჩინარებულ მამაკაცს ეძებენ. არსებული ინფორმაციით, მდინარის მიერ წაღებული მსუბუქი ავტომობილიდან ერთმა ადამიანმა გადასვლა შეძლო, ხოლო მძღოლი გაუჩინარდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system