
ხელვაჩაურის სამკერვალოში თანამშრომელთა ნაწილი, სავარაუდოდ, საკვებით მოიწამლა.
როგორც report.ge-ს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ამ დროისთვის, სხვადასხვა კლინიკაში 40-მდე ადამიანია გადაყვანილი. მათი მდგომარეობა სტაბილურია.
მათივე ინფორმაციით, ამ წუთებში ადგილზე იმყოფებიან აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები. მოწამლულთა რაოდენობა და სხვა დეტალები ზუსტდება.
ინტოქსიკაციის მიზეზი უცნობია.