თავში

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინა

პოლიციამ აქციის მონაწილეებს ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინა
პოლიციამ აქციის მონაწილეებს ერეკლე კუხიანიძის კაბინეტი დაატოვებინა

სამართალდამცველებმა და თბილისის მერიის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა სამოქალაქო აქტივისტებს და ოპოზიციონერ დეპუტატებს ერეკლე კუხიანიძის სამუშაო კაბინეტი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

ამ დროისათვის საკრებულოსთან ისევ დაპირისპირება და ხმაურია. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობაში შესვლას ისევ ცდილობენ.

ისინი კუხიანიძის მიერ თანამდებობის დატოვებასა და ბოდიშის მოხდას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ცოტა ხნის წინ დეპუტატის კაბინეტში კარავი გაშალეს. 

„არ აქვთ ლეგიტიმაცია აქ ყოფნის. აქ შემოსვლის უფლება არ ჰქონდათ. აქ ჩატარდება დათვალიერება და იქნება რეაგირება“, - განაცხადა თბილისის მერიის უსაფრთხოების საქალაქო სამსახურის უფროსმა ნიკოლოზ ჭონქაძემ.

თბილისის საკრებულოს დეპუტატის გადადგომის მოთხოვნით "სამოქალაქო მოძრაობისა" და "შეცვალეს" ორგანიზებული აქცია გუშინაც გაიმართა. აქციის მონაწილეები ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით, ერეკლე კუხიანიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას აპროტესტებდნენ.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძემ დე-ფაქტო ცხინვალის ციხეში მყოფი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა და მათ „იდიოტები“ უწოდა.

როგორც კუხიანიძემ სოციალურ ქსელში დაწერა, ვაჟა გაფრინდაშვილმა კარგად იცოდა, რომ დააკავებდნენ და პროვოკაციაზე მიზანმიმართულად წავიდა. მისი ოჯახი კი სახელმწიფოს უპირისპირდება, რაც კუხიანიძეის შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ ისინი „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახმა 15 დეკემბერს ექიმის მხარდამჭერი აქცია გამართა, რომელსაც უმრავლესობის რამდენიმე დეპუტატი შეუერთდა. დეპუტატებმა თანაგუნდელის საქციელი დაგმეს და განაცხადეს, რომ ფაქტს სათანადო რეაგირება მოჰყვება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system