თავში

ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი გაიხსნა

ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი გაიხსნა
ხიბულაში ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლი გაიხსნა

სოფელ ხიბულაში საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მემორიალური სახლის და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა დასრულდა. ფონდმა "ქართუმ" მასთან ერთად წმინდა ლაზარეს აღდგინების სახელობის სამონასტრო კომპლექსის რესტავრაციაც დააფინანსა. 

სოფელში ასევე აშენდა ახალი, თანამედროვე საბავშვო ბაღი. 

„სოფელ ძველ ხიბულას, 2019 წელს სტუმრობდა ბატონი ბიძინა ივანიშვილი. მისი დანაპირების შესაბამისად ფონდმა „ქართუმ“ უახლოეს ვადებში მოახერხა რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება, კერძოდ, ჩვენ ავაშენეთ სოფლისთვის ახალი საბავშვო ბაღი. გარდა ამისა, აღდგა ის სახლი, სადაც ტრაგიკულად გარდაიცვალა ჩვენი პრეზიდენტი. ასევე, ლაზარეს სახელობის ტაძარი აიგო ზვიად გამსახურდიას სახელზე და უკვე მზად არის, გადაეცა საპატრიარქოს და ძალიან მალე აქ აღევლინება წირვა-ლოცვა“, – განაცხადა ფონდი "ქართუს" აღმასრულებელმა დირექტორმა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system