თავში

"ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა" - რას ყვება 22 წლის გოგო

"ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა" - რას ყვება 22 წლის გოგო
ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა - რას ყვება 22 წლის გოგო

მცხეთაში მცხოვრები 22 წლის გოგო ამბობს, რომ მას ქმარი და დედამთილი სისტემატიურად სცემდა. 

ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ სამართალდამცველებმა მოძალადე ქმარი დაიჭირეს, თუმცა მალევე, ფულის გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.

"ჩემმა დედამთილმა წააქეზა ჩემი ქმარი და უმოწყალოდ მცემა. დამემუქრა ჩემი ქმარი, რომ შენ პატრონი არ გყავს და ძმას მოგიკლავო, ერთხელ ვიჩივლე და ციხეში დაჭერილი გამოუშვეს. ძალიან გთხოვთ დამეხმარეთ, ხის საკიდით მცემეს, ქმარი მირტყამდა და დედამთილი მიმატებდა. თან იძახდა, ისე ძალიან სცემე, რომ ჩვენი დანახვის ეშინოდესო. თავში და სახეში მირტყამდნენ, მერე საყვავილე მესროლა. ყველაფერი მტკივა, მთელი სხეული მტკივა, ეს გაუსაძლისია. წარბი გავიკეთე სალონში და რომ მოვედი ასე გამისწორდნენ", - ამბობს 22 წლის ქალი "მთავარ არხთან".

ოჯახი მოძალადის დაკავებას ითხოვს. მომხდარზე გამოძიება ორი - ძალადობისა და მუქარის მუხლებით მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system