თავში

"ხმა მომაწვდინა" - რობერტ სტურუას მისტიური შეხვედრა გარდაცვლილ მამასთან - PHOTO

"ხმა მომაწვდინა" - რობერტ სტურუას მისტიური შეხვედრა გარდაცვლილ მამასთან - PHOTO
ხმა მომაწვდინა - რობერტ სტურუას მისტიური შეხვედრა გარდაცვლილ მამასთან - PHOTO

რეჟისორი რობერტ სტურუა, რომელიც ხვლ დაბადების დღეს აღნიშნავს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და იმ შემთხვევის შესახებ წერს, რომელიც მისი მამის ნახატებთან არის დაკავშირებული.

„მამის მოლოცვა? გუშინ საოცარი ამბავი შემემთხვა:

ამბროლაურიდან მივდიოდით მესტიაში. სანდომიანმა, ლამაზმა ქართველმა ქალმა სასტუმროში მკითხა:

– ბატონო რობერტ, იცით რომ ამბროლაურის სახვით ხელოვნების მუზეუმის მუდმივ ექსპოზიციას მამათქვენის ოთხი ნამუშევარი ამშვენებს?

– სამწუხაროდ, არა… ვუპასუხე და შემრცხვა, რომ არ ვიცოდი – არც გამიგია!

– ოთხი შესანიშნავი პორტრეტი უნდა ყველამ ნახოს!

ღამის ათი საათი იყო! რა ვქნა, შევწუხდი, მუზეუმში დღეს ვეღარ მოვხდები, უკვე დაკეტეს, ხვალ კი დილით ადრე მივემგზავრებით – გზა გრძელი გველის:

ამბროლაური-ზუგდიდი-მესტია! ქალი მიხვდა რამაც ამაღელვა და დამამშვიდა:

– ხვალ დილის ცხრა საათზე მუზეუმს გააღებენ! შეგიძლიათ მიხვიდეთ!

დილის ცხრა საათზე იქ ვიყავი! ქართველი მხატვრების შესანიშნავი კოლექცია დამათვალიერებინა მუზეუმის არაჩვეულებრივმა, თუ არ ვცდები, დირექტორმა, მხატვარმა ბატონმა ბესომ.

მამაჩემის ნახატებიც მომეწონა: სამი ჩემი ბიძაშვილის, ლილიკო ბოლქვაძის პორტრეტი და ერთი კი ჩემი დის!

და როცა დღეს ფოტოებს ვასწორებდი, უეცრად იდუმალმა, თითქმის მისტიკურმა ფიქრმა გამინათა გონება:

ხვალ ხომ ჩემი დაბადების დღეა და მამაჩემმა, მხატვარმა რობერტ სტურუამ, ხმა მომაწვდინა! მადლობა, რობერტ! (ასე ვეძახდი და ვეძახი მშობელს!) მადლობა!" - წერს რეჟისორი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system