თავში

ხმაური და დაპირისპირება პროკურატურასთან

ხმაური და დაპირისპირება პროკურატურასთან
ხმაური და დაპირისპირება პროკურატურასთან

ხმაური და დაპირისპირება იყო საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

უწყებასთან შეკრებილები ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში არსებულ ვითარებას აპროტესტებენ და სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას სთხოვენ.

პროკურატურის შენობაში შესვლას ითხოვდა პოლიტიკური მოძრაობა "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. 

წინასწარი ინფორმაციით, დაკავებულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი.

ცნობისთვის, სახალხო დამცველის ინფორმაციით, ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში სავარაუდო ძალადობის 3 ფაქტზე და სავარაუდო გაუპატიურების ერთ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system