თავში

ხმაური და დაპირისპირება სალხინოს მონასტერში

ხმაური და დაპირისპირება სალხინოს მონასტერში
ხმაური და დაპირისპირება სალხინოს მონასტერში

სალხინოს მამათა მონასტერთან ხმაური იყო. მონასტერთან განკვეთილი ბერების მრევლი შეიკრიბა. მათ მონასტერში შესვლა სცადეს, თუმცა, ვითარების დაძაბვის თავიდან ასარიდებლად, სამართალდამცველებმა ამის უფლება არ მისცეს. ამას ურთიერთშელაპარაკება და ფიზიკური შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაკავებულია 10-მდე ადამიანი, მათ შორის - ერთი სასულიერო პირი.

მოგვიანებით, მარტვილის მონასტერში განკვეთილი სასულიერო პირები შეუშვეს, რომლებმაც კელიებიდან პირადი ნივთები, ხატები და სანთლები გამოიტანეს. ისინი ტაძარში პოლიციის თანხლებით შევიდნენ.

მიტროპოლიტმა სტეფანემ მონასტერში ქადაგებისას განაცხადა, რომ კვლავ აღდგა ეკლესიის ძალმოსილება, ამ მონასტერში განდგომილება დასრულდა და არც არასდროს არ აღდგება, ეკლესიას ვერავინ მოერევა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system