თავში

ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში-დევნილებმა შენობაში საწოლების შეტანა სცადეს 

ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში-დევნილებმა შენობაში საწოლების შეტანა სცადეს 
ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში-დევნილებმა შენობაში საწოლების შეტანა სცადეს 

ხმაური ჯანდაცვის სამინისტროში-დევნილებმა, რომლებიც უწყების მისაღებში აქციას მართავენ შენობაში საწოლების შეტანა სცადეს. მათ ამის საშუალება დაცვის სამსახურმა არ მისცა რასაც სიტყვიერი შეურაცხყოფა და შეხლა-შემოხლა მოჰყვა. დაპირისპირებისას აქციის ორი მონაწილე შეუძლოდ გახდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

შეგახსენებთ, რომ დევნილთა ნაწილი 24-ე დღეა ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავს. მათგან რამდენიმე პირი შიმშილობს. სწორედ მათთვის სჭირდებოდათ აქციის მონაწილეებს საწოლების შენობაში შეტანა. ისინი ამბობენ, რომ შიმშილის გამო ისინი დაუძლურებულები არიან.

აქციის მონაწილეების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას ითხოვენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system