თავში

ხმაური კლინიკა"მედიქალში" - პაციენტი მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებს

ხმაური კლინიკა"მედიქალში" - პაციენტი მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებს
ხმაური კლინიკამედიქალში - პაციენტი მედპერსონალს ცემაში ადანაშაულებს

კლინიკა “თბილისი სითი მედიქალში“ ხმაურია. ამ წუთებში ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

ერთ-ერთი პაციენტი მედპერსონალს ბრალდებას უყენებს. 77 წლის ქალის მტკიცებით, მასზე ექიმმა და ექთნებმა იძალადეს. 

პაციენტის ოჯახი ირწმუნება, რომ ქალს სხეულზე დაზიანების კვალი აქვს და კამერების ჩანაწერების ამოღებას ითხოვენ.

ამ წუთებში სამართალდამცველებს გამოკითხვაზე პაციენტის შვილი ჰყავთ გადაყვანილი.

"მამაჩემმა რომ ნახა, დედაჩემმა უთხრა, გუშინ ღამით მორიგე ექიმმა მცემაო. თავიდან ვერავინ დავიჯერეთ, როგორ შეიძლება 77 წლის მძიმე, რეანიმაციული პაციენტის ცემა. ახლა რომ ვნახე, ორივე ხელი "სინიაკებში" აქვს, პერანგზე არცერთი ღილი აღარ აქვს და ტელეფონი გატეხილი აქვს, როგორც ჩანს გამოურთეს და დაუმტვრიეს, რომ არ დაერეკა. თურმე ორი ადამიანი აკავებდა, ერთი სცემდა და კიდევ ეუბნებოდა, თავში ჩაარტყიო" - აცხადებს პაციენტის შვილი. 

ბრალდებებს უკვე უპასუხა კლინიკის დირექტორმა, რომელიც ამბობს, რომ ვითარებას გაარკევევს. ნიკა მეფეთაშვილი აცხადებს, რომ თუ პაციენტის ბრალდებები დადასტურდა, პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევა. 

"ოჯახის წევრებს აქვთ პრეტენზია, რომ მას ვერ მივხედეთ. საუბარია, რომ პაციენტი იცემა. პირდაპირ ვამბობ ეს თუ ესე მოხდა პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა ვერავინ. მზად ვართ ინფორმაცია მივაწოდოთ ყველას,"- განაცხადა კლინიკის დირექტორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system