თავში

ხმაური მარნეულში - ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ხმაური მარნეულში - ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს
ხმაური მარნეულში - ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის გადადგომას ითხოვს

ამ წუთებში "ევროპული საქართველოს" წევრები და მხარდამჭერები მარნეულის საკრებულოსთან საპროტესტო აქციას მართავენ და საკრებულოს თავმჯდომარის, ამირან გიორგაძის გადადგომას ითხოვენ. 

ისინი ამირან გიორგაძეს 2 დღის წინ, მარნეულში მომხდარ დაპირისპირებაში მონაწილეობაში ადანაშაულებენ, რომლის დროსაც ჟურნალისტები დაშავდნენ. მათი თქმით, საკრებულოსა და მერიაში არ უნდა მუშაობდნენ მოძალადეები. 

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციას, ამირან გიორგაძე ინციდენტში მონაწილეობას კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ის მხოლოდ გამშველებლის როლს ასრულებდა. გიორგაძის განცხადებით, თუ შინაგან საქმეთა სამინისტრო დაინტერესდება, ის მზად არის ყველა კითხვას პასუხი გასცეს. მისი თქმით, ცრუ ბრალდებების მიზეზი მისი წარმატებული პოლიტიკური საქმიანობაა.  

ცნობისთვის, გვიან ღამით მარნეულში მომხდარი ინციდენტისას დაშავდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი, ამასთან, „პირველი არხის“ ოპერატორს ამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system