თავში

ხმაური სასამართლო დარბაზში - მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს - VIDEO

ხმაური სასამართლო დარბაზში - მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს - VIDEO
ხმაური სასამართლო დარბაზში - მიხეილ კალანდიას საქმეს ახალი მოსამართლე განიხილავს  - VIDEO

თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე მოზარდების დაპირისპირების შედეგად მომხდარი მკვლელობის საქმეზე, ბრალდებული მიხეილ კალანდიას საქმის განმხილველი მოსამართლე შეიცვალა. ნიკოლოზ მარსაგიშვილს, მოსამართლე გიორგი არევაძე ჩაანაცვლებს. მოსამართლის ცვლილების გამო სასამართლო პროცესი, რომელიც დღეს უნდა გამართულიყო, 3 დეკემბრამდე გადაიდო. 

მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სხდომათა დარბაზი ხმაურით დატოვა. დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ ზაზა სარალიძეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. 

Report.ge სარალიძის ოჯახის ადვოკატს, ნესტან ლონდარიძეს ესაუბრა, რომელმაც აღნიშნა, რომ სარალიძის გაღიზიანება ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატის, ზურაბ თოდუას რეპლიკამ გამოიწვია. კერძოდ, თოდუამ თქვა, რომ ზაზა სარალიძე ყოველთვის ღიზიანდება, როცა მოზარდების სისხლიან გარჩევაში, რაიმე ფორმით, მისი შვილის დანაშაულები იკვეთება. 

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 2019 წლის 4 ივნისს დააკავეს.

თბილისში, ხორავას ქუჩაზე, მოზარდებს შორის სისხლიანი გარჩევა 2017 წლის 1-ელ დეკემბერს მოხდა. ახალგაზრდებს შორის მოხდარი დაპირისპირების შედეგად ორი არასრწულოვანი - დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი მოკლეს. მიხეილ კალანდიას დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში მკვლელობას ედავებიან.
ოჯახი და ადვოკატი კალანდიას დაკავებას პოლიტიკურად მოტივირებულად მიიჩნევს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system