თავში

ხმაური ტვიშში - "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

ხმაური ტვიშში - "ნამახვანჰესის" პოლიციას დაუპირისპირდნენ
ხმაური ტვიშში - ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეები პოლიციას დაუპირისპირდნენ

სოფელ ტვიშში ხმაური იყო. „რიონის ხეობის მცველები“ სამართალდამცველებს დაუპირისპირდნენ. 

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეები კომპანია „ენკას“ წარმომადგენლებსა და მათ ტექნიკას სამშენებლო ტერიტორისკენ გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.

„კომპანია უკვე ვეღარ მუშაობს ბოლო რამდენიმე დღეა, იქიდან გამომდინარე, რომ საწვავი აღარ აქვს. ხეობაში ყველა შესასვლელი გადაკეტილი გვაქვს. დღეს ტვიშის მხრიდან, ანუ სადაც ჩვენი ადამიანური ნაკლები რესურსია განაწილებული დიდი რაოდენობით საპოლიციო ძალების შემოსვლა მოხდა. დაპირისპირება იყო ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დაპირისპირების შედეგად ერთი ავზი საწვავი შემოიტანეს ხეობაში“, - განაცხადა „რიონის ხეობის მცველმა“ ვარლამ გოლეთიანმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system