
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევში ხანძარია.
როგორც report.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი ეკალ-ბარდებს და ბალახს უკიდია.
მათივე ინფორმაციით, ყულევის ნავთობტერმინალს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახურის ხუთი ჯგუფი, ასევე, უსაფრთხოების მიზნით, რკინიგზის სახანძრო მატარებელი.
მიმდინარეობს ცეცხლის ქრობის სამუშაოები.