თავში

ხობში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნენ

ხობში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნენ
ხობში ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს გაეცნენ

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებოდნენ, სადაც ადგილობრივებს შეხვდნენ და ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებებს ადგილზე გაეცნენ. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საცხოვრებელი სახლებისკენ მიგრირებული აზიური ფაროსანას მექანიკური მეთოდებით განადგურება და მავნებელთან ბრძოლის პროცესში მოსახლეობის აქტიური ჩართვა.

ამ ეტაპზე, ხობის მუნიციპალიტეტში, საკარმიდამო ტერიტორები თერმული ნისლის ტექნოლოგიით მუშავდება. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სოფლებში, სოფლებსა და ტყისპირა პერიმეტრებზე, გაორამგებული რაოდენობით მონტაჟდება, „მოიზიდე და გაანადგურე სადგურები და ცივი შესხურების მეთოდით ხდება მათი წერტილოვანი დამუშავება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system