თავში

მემანქანემ დამირეკა, ქალი მოვკალიო - უბედური შემთხვევა სარკინიგზო მაგისტრალზე

მემანქანემ დამირეკა, ქალი მოვკალიო - უბედური შემთხვევა სარკინიგზო მაგისტრალზე
მემანქანემ დამირეკა, ქალი მოვკალიო - უბედური შემთხვევა სარკინიგზო მაგისტრალზე

რამდენიმე წუთის წინ თბილისი-ზუგდიდის მიმართულებით მოძრავი მატარებელი 60 წლამდე ასაკის ქალს დაეჯახა. უბედური შემთხვევა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოჯიხევში, სარკიინიგზო მონაკვეთზე მოხდა. 

ქვეითი მდინარე ხობისწყლის სალიანდაგე ხიდზე გადადიოდა. შეჯაეხბის შედეგად ის ადგილზე გარდაიცვალა და მდინარეში გადავარდა. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიციის, ასევე სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო სამსახურის ჯგუფები. მაშველები ცხედარს მდინარე ხობისწყალში ეძებენ. 

თვითმხილველების თქმით, ქალი სავარაუდოდ, სმენადაქვეითებული იყო, რადგან მას მემანქანის საყვირის ხმაზე რეაქცია არ ჰქონია. ხიდზე აღმოჩენილია გარდაცვლილის კუთვნილი ხელჩანთა, რომლის დოკუმენტაციის მიხედვითაც, ის იდენტიფიცირებულია. 

დისპეჩერის თქმით, მას მომხდარის შესახებ მემანქანემ აცნობა: 

"გავუშვი მატარებელი და ცოტა ხანში მემანქანემ დამირეკა, ქალი მოვკალიო. მდინარე ხობისწყლის ტერიტორიაზე მოხდა ეს უბედური შემთხვევა, სხვა დეტალი ჯერ არ ვიცი" - განაცხადა დისპეჩერმა. 

როგორც Report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროსი განუცხადეს, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system