თავში

ხობში მეათეკლასელი ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

ხობში მეათეკლასელი ბიჭი ავარიას ემსხვერპლა
ხობში მეათეკლასელი ბიჭი ავარიას ემსხვერპლა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ხორგაში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მოზარდს, რომელიც ქვეითად გადაადგილდებოდა, თბილისი-სენაკი-ზუგდიდის ცენტრალური ავტომაგისტრალის შუა ხორგას მონაკვეთზე ავტომობილი დაეჯახა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ხობის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მოზარდი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

ცხედარი ქუთაისის სამხარაულის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system