თავში

ხობში სკოლის შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხობში სკოლის შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს
ხობში სკოლის შენობის გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ქარიატის ადმინისტრაციულ ერთეულში სკოლის გადახურვის სამუშაო მიმდინარეობს. პროექტი ფონდი ,,ქართუს“ მიერაა დაფინანსებული. მიმდინარე სამუშაოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნუკრი ხასია, ხობის მუნიციპალიტეტის მერთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად გაეცნო.

სკოლის არსებული სახურავი ამორტიზირებული იყო და რეაბილიტაციას საჭიროებდა. სოფელში აქტიურად მიმდინარეობს სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოც, გაღმა და გამოღმა ქარიატაში დაიგო ასფალტ-ბეტონის გზა, მოეწყო წყლის და გარე განათების სისტემები, ორ ადგილზე აშენდა ნაპირდამცავი გაბიონი, განხორციელდა სამელიორაციო სამუშაოები. იწყება გაღმა და გამოღმა ქარიატის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system