თავში

ხოჯალის ტრაგედიის შესახებ თბილისში საინფორმაციო კამპანია გაიმართა

ხოჯალის ტრაგედიის შესახებ თბილისში საინფორმაციო კამპანია გაიმართა
ხოჯალის ტრაგედიის შესახებ თბილისში საინფორმაციო კამპანია გაიმართა

საქართველოში აზერბაიჯანის საელჩომ და ჰეიდარ ალიევის ფონდმა ხოჯალის გენოციდის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი საინფორმაციო კამპანია მოაწყეს.

აზერბაიჯანის საელჩოს შენობასთან განთავსებულ მონიტორზე ტრაგედიის ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა აჩვენეს. 

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩმა, ფაიგ გულიევმა, საელჩოს თანამშრომლებმა, საქართველოს აზერბაიჯანული საზოგადოების წევრებმა, ბიზნესმენებმა და საზოგადო მოღვაწეებმა ხოჯალის უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს და მათ მოსახსენიებლად ტრაგედიის თემაზე მოწყობილი ფოტოგამოფენის წინ ყვავილები მიიტანეს და სანთლები აანთეს. 

ასევე წარმოდგენილი იყო ჟურნალი "სამართალი ხოჯალისთვის" და უცხოურ მედიაში  ტრაგედიის შესახებ გამოქვეყნებული სტატიები.

საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, 8 ავტომანქანა, რომლებიც საქართველოში მოქმედ აზერბაიჯანულ კომპანიებს ეკუთვნით, თბილისის ქუჩებში გადაადგილდება. 

ავტომობილებზე გაკრულია პლაკატები, რომლებზეც კამპანიის სახელწოდება ,,სამართალი ხოჯალისთვის" და ძეგლის - ,,დედის ყვირილის" ფოტოა გამოსახული.

ცნობისთვის, ხოჯალის გენოციდის 29-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოში გამოიცა სპეციალური ჟურნალი სახელწოდებით "სამართლიანობა ხოჯალისთვის". 

ძეგლი, სახელწოდებით ,,დედის ყვირილი" კი, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოშია აღმართული, რომელიც ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას ეძღვნება.

ხოჯალის ტრაგედიიდან 29 წელი გავიდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system