თავში

ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში, რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ - პატარაია

ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში, რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ - პატარაია
ხომ არ ჩავწეროთ კოდექსში, რომ პოლიტიკოს კაცებს სექსუალური ძალადობისთვის არ აკავებდნენ - პატარაია

უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი და ორგანიზაცია "საფარის" დამფუძნებელი ბაია პა­ტა­რა­ია ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი იმ ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ეხ­მაურება, რომ­ლი­თაც პო­ლი­ტი­კო­სე­ბი ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი გოგი წუ­ლა­ი­ას მი­მართ "პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის“ შე­წყვე­ტას ითხო­ვენ.

"სა­ში­ნე­ლი გან­ცხა­დე­ბაა! ძა­ლი­ან და­სა­ნა­ნია, რომ ამ­დე­ნი ეშ­ლე­ბათ პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს. წუ­ლა­ი­ას ბრალ­ზე უტყუ­ა­რი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ­სე­ბობს, მათ შო­რის, აღი­ა­რე­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი. ასე­ვე, ტყუ­ი­ლია, რომ არას­დროს არ აკა­ვე­ბენ ამ მუხ­ლით ადა­მი­ა­ნებს, ცხა­დია, აკა­ვე­ბენ. თუ ვცდე­ბი, და­მიმ­ტკი­ცონ სტა­ტის­ტი­კით, რომ წუ­ა­ლა­ია ერ­თა­დერ­თი და­კა­ვე­ბუ­ლია.

შერ­ჩე­ვი­თი სა­მარ­თა­ლი ის კი არ არის წუ­ლა­ია რომ და­ა­პა­ტიმ­რეს, არა­მედ ის, რომ ჯიშ­კა­რი­ა­ნი არ და­ა­პა­ტიმ­რეს. წუ­ლა­ი­ას მი­უდ­გნენ არა დამ­სჯე­ლო­ბი­თად (რო­გორც ამას გვა­სა­ღე­ბენ პარ­ტი­ე­ბი), არა­მედ სტან­დარ­ტუ­ლად. ილია ჯიშ­კა­რი­ანს კი ქო­ცუ­რი პრი­ვი­ლე­გია მი­ა­ნი­ჭეს.

ახლა რა გა­მო­დის? პარ­ტი­ე­ბი ითხო­ვენ, რომ წუ­ლა­ი­ას­თვი­საც პრი­ვი­ლე­გია უნდა მი­ე­ნი­ჭე­ბი­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რას? და­უ­ჯე­რე­ბე­ლია, რომ პარ­ტი­ე­ბი ირი­ბად ითხო­ვენ მო­ძა­ლა­დის შე­წყნა­რე­ბას მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბის მხრი­დან, იმის ნაც­ვლად, რომ ითხოვ­დნენ ყვე­ლა მო­ძა­ლა­დის დას­ჯას.

ეს გან­ცხა­დე­ბა არის მი­ზო­გი­ნუ­რი და დის­კრი­მი­ნა­ცი­უ­ლი ქალი მსხვერ­პლე­ბის მი­მართ და სა­ში­ნე­ლე­ბაა, რომ ამ პარ­ტი­ებ­ში ხმა არა­ვინ ამო­ი­ღო ამ გან­ცხა­დე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ; პრე­ტენ­ზი­ე­ბი კი აქვთ ქალ­თა უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვა­ზე.ძა­ლი­ან იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ვარ.პო­ლი­ტი­კურ პო­ლა­რი­ზი­ა­ცი­ას ყვე­ლა­ფე­რი არ უნდა გა­და­ა­ყო­ლო!

პ.ს. პირ­და­პირ ხომ არ ჩავ­წე­როთ კო­დექსში რომ პო­ლი­ტი­კოს კა­ცებს სექ­სუ­ა­ლუ­რი ძა­ლა­დო­ბის­თვის არ აკა­ვებ­დნენ" - წერს ბაია პა­ტა­რა­ია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system