თავში

ხომ არ შეიძლება თითოეულ მაგიდასთან დავაყენოთ მაკონტროლებელი - თურნავა

ხომ არ შეიძლება თითოეულ მაგიდასთან დავაყენოთ მაკონტროლებელი - თურნავა
ხომ არ შეიძლება თითოეულ მაგიდასთან დავაყენოთ მაკონტროლებელი - თურნავა

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მხოლოდ მონიტორინგი და შემოწმებები მიზანს ვერ აღწევს.

მისივე თქმით, შეზღუდვების გარეშე ვერც ერთმა სახელმწიფომ ვერ შეძლო პანდემიის მართვა. 

"ვერც ერთმა ჩვენზე გაცილებით ძლიერმა სახელმწიფომაც ვერ შეძლო თავისი რეპრესიული აპარატითა და ადმინისტრაციული ღონისძიებებით მოეხდინა ზემოქმედება ვირუსის გავრცელებაზე. ყველა სახელმწიფოს ამა თუ იმ დოზით დასჭირდა სხვადასხვა ტიპის შეზღუდვები, ლოკდაუნი და ახლაც ვხედავთ ამ გამკაცრებას. მხოლოდ და მხოლოდ შემოწმებები და მონიტორინგი არ აღწევს ამ მიზანს. ხომ არ შეიძლება, რომ თითოეული რესტორნის მაგიდასთან დავაყენოთ თითო მაკონტროლებელი. ამას ვერც ერთი ჩვენზე მდიდარი სახელმწიფოს რესურსი არ ეყოფა", - განაცხადა ნათია თურნავამ ,,რუსთავი 2-ის" ეთერში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system