თავში

"ხოშტარია წადი"- "ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია მიმდინარეობს

"ხოშტარია წადი"- "ევროპული საქართველოს" ოფისთან აქცია მიმდინარეობს
ხოშტარია წადი- ევროპული საქართველოს ოფისთან აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში "ევროპული საქართველოს" ოფისთან სამოქალაქო აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერების გამო ირმა ნადირაშვილისგან და ელენე ხოშტარიასგან მანდატის დატოვებას მოითხოვენ. 

"ხოშტარია წადი" სკანდირებენ აქციის მონაწილეები. 

აქციაზე მცირე სიტყვიერი დაპირისპირებაც მოხდა, აქციის მონაწილეებთან ადგილობრივი მივიდა, რომელიც ხმაურს აპროტესტებდა, თუმცა ინციდენტი მალევე ამოიწურა.

შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო ოპოზიციის დეპუტატებმა - ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system