თავში

კრწანისში ,,ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა

კრწანისში ,,ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა
კრწანისში ,,ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა

კრწანისის რაიონში მდებარე ოკუპაციის მსხვერპლთა სახელობის პარკში „ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი“ დაიდგა. 

,,მემორიალი დედაქალაქის მერის კახა კალაძის ინიციატივით დაიდგა. შესარჩევი კონკურსი 2019 წლის 6 დეკემბერს გამოცხადდა და მასში მოქანდაკე ირაკლი წულაძემ გაიმარჯვა.

მემორიალის კომპოზიცია შედგება ნატურალური ზომის, ბრინჯაოს ორი ფიგურისგან და მათ შორის აღმართული ნაწრთობი, მრავალშრიანი მინის კედლისგან, სადაც დამონტაჟებულია მინათების სისტემა. კედელი გრავირებულია და მასზე სიმბოლურად მავთულხლართებია დატანილი", - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system