თავში

ხულოში სატვირთო გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ხულოში სატვირთო გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი
ხულოში სატვირთო გზიდან გადავარდა - არის მსხვერპლი

ხულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. დაღუპულია 60 წლამდე კაცი.

სატვირთო ავტომობილი გზიდან გადავარდა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ერთი კი დაშავდა.

დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system