თავში

ხულოში პირველ ივლისს 4 მოქალაქე 100 წლის გახდა - PHOTO

ხულოში პირველ ივლისს 4 მოქალაქე 100 წლის გახდა
ხულოში პირველ ივლისს 4 მოქალაქე 100 წლის გახდა - PHOTO

ხულოში მცხოვრებ ოთხ მოქალაქეს - ჯიხან შავაძეს, ზულბიე ძირკვაძეს, ქაზიმ გაბაიძეს და აინურ ბახუნტარაძეს 100 წელი გუშინ, პირველ ივლისს შეუსრულდათ.

ინფორმაციას ხულოს მუნიციპალუტეტის მერია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოფელ დიოკნისში მცხოვრებ ზულბიე ძირკვაძეს ღირსშესანიშნავი თარიღი აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ და ხულოს მერის მოადგილემ ასლან შაინიძემ მიულოცეს და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

უხუცესებს, აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს "100 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე ერთჯერადი დახმარების" პროგრამის ფარგლებში 1000 -1000 ლარი გადაეცათ.

ამჟამად ხულოს მუნიციპალიტეტში, 100 წელს გადაცილებული 19 მოქალაქე ცხოვრობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system