თავში

ხუნდაძე: მძიმე სცენარებზე, ვფიქრობ, არ მოგვიწევს წასვლა

ხუნდაძე: მძიმე სცენარებზე, ვფიქრობ, არ მოგვიწევს წასვლა
ხუნდაძე: მძიმე სცენარებზე, ვფიქრობ, არ მოგვიწევს წასვლა

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შეზღუდვების შესაძლო გამკაცრებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ კუთხით მთავრობის შემდგომი ნაბიჯები ეპიდემიური სიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული. 

 "პრეკრიზისული ფაზა, მიუხედავად იმისა, რომ დადასტურებული შემთხვევები მატულობს, მსუბუქი სცენარით მიმდინარეობს. არსებობს მძიმე სცენარები, რომლითაც ვფიქრობ, რომ არ მოგვიწევს წასვლა, მაგრამ ყოველი შემდგომი სცენარი გამომდინარეობს იქედან, თუ როგორ გაივლი წინას. ჩვენ უნდა დავიცვათ როგორც მოქალაქეები, ასევე ეკონომიკაშიც არ უნდა მივიღოთ შეუქცევადი პროცესები, ამიტომ რეგულაცია უნდა იყოს სწორ დროს შერჩეული. რეგულაციების სიმკაცრე და ვადები დამოკიდებულია ორ საკითხზე: ეპიდვითარებაზე და  საზოგადოების ქცევაზე. ეს ორი პირობა განსაზღვრავს, რეგულაცია გამკაცრდეს თუ არა, შეიცვალოს თუ არა.

მთელი ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადებულია, ლოკალურად ხდება დამატებითი რეგულაციების შემოღება და საკოორდინაციო საბჭოზე ყოველდღე მიმდინარეობს ეპიდსიტუაციის შეფასება, რომელსაც ეპიდემიოლოგები აკეთებენ. ჩვენ მათ ვუსმენთ. ჩვენ ვნახეთ, რომ მათი მოსმენა პანდემიასთან ბრძოლაში მომგებიანია. ამიტომ ვაგრძელებთ ამ კუთხით მათი რეკომენდაციებით სვლას. თუ შესაბამისი უწყებები თავის საპასუხისმგებლო არეალში დაკვირვებითა და პროფესიული კუთხით სიტუაციის შეფასებით დააყენებენ საკითხს, რომ გამკაცრების საჭიროება არსებობს, ამის შესაბამისად მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილებაც. სწორედ ამიტომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შეფასებებით იწყება“, - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის კომენტარი პარლამენტის პრესსამსახურმა გაავრცელა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system