თავში

ხულოში კორონავირუსს 37 წლის კაცი ემსხვერპლა

ხულოში კორონავირუსს 37 წლის კაცი ემსხვერპლა
ხულოში კორონავირუსს 37 წლის კაცი ემსხვერპლა

ხულოს მუნიციპალიტეტში კორონავირუსს 37 წლის ზვიად პაქსაძე ემსხვერპლა.

ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებას ხულოს მუნიციპალიტეტის მერია სოციალურ ქსელში ეხმაურება. 

"ღრმა მწუხარებას გამოთქვამთ დიოკნისის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტის, ზვიად პაქსაძის გარდაცვალების გამო.

ზვიად პაქსაძის სახით, უდიდესი დანაკლისი განიცადა ჩვენმა გუნდმა, რომელიც კოვიდპანდემიასთან უშედეგო ბრძოლას შეეწირა. ის იყო არაჩვეულებრივი თანამშრომელი, კარგი მეოჯახე, თავის საქმეზე უზომოდ შეყვარებული, გულისხმიერი და ყურადღებიანი ადამიანი.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლები, გულწრფელად ვიზიარებთ გარდაცვლილის ოჯახის, ახლობლების და მეგობრების მწუხარებას", - აღნიშნულია სამძიმრის ტექსტში.

ბოლო 24 საათში, კორონავირუსის 4 743 ახალი შემთხვევა დადასტურდა. გამოჯანმრთელდა 3393 პაციენტი.

ვირუსით კიდევ 59 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system