თავში

ხურვალეთელი დათა ვანიშვილის შვილიშვილმა თვითმკვლელობა სცადა

ხურვალეთელი დათა ვანიშვილის შვილიშვილმა თვითმკვლელობა სცადა
ხურვალეთელი დათა ვანიშვილის შვილიშვილმა თვითმკვლელობა სცადა

ხურვალეთში მცხოვრები დათა ვანიშვილის შვილიშვილმა, მალხაზ ვანიშვილმა, რომელიც ამჟამად ოკუპირებულ ცხინვალში იმყოფება, თვითმკვლელობა სცადა. მან თავის მოწამვლის მიზნით გარკვეული აბები მიიღო. 

"ცუდად გახდა, წამლები დალია, მოვიდა სასწრაფო და წაიყვანეს", - ამბობს ვალია ვანიშვილი.

ბებიის თქმით, შვილიშვილის მდგომარეობა მას შემდეგ გაუარესდა, რაც ოკუპანტებმა მალხაზი და მისი მეუღლე ერთმანეთს იძულებით დააშორეს.

9 თვის ფეხმძიმე თათია ადიკაშვილი ქართველი სამართალდამცველების კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობს, მეუღლე კი - ოკუპანტების. მათ მავთულხლართები ჰყოფთ და ერთმანეთს ვეღარ ნახულობენ.

მალხაზ ვანიშვილი, რომელმაც ცხინვალში სუიციდი სცადა და დიდი რაოდენობით აბები მიიღო, უკეთ გრძნობს თავს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის დირექტორი ლუდა სალია ამბობს, რომ ვანიშვილი ოკუპაციის მსხვერპლია და მისი შველაა საჭირო. 

"ეს ბიჭი ოკუპაციის მსხვერპლია, თავის მოკვლა იმიტომ სცადა, რომ თავის მეუღლესთან შეხვედრას ვერ ახერხებს. ცოლი ფეხმძიმედაა და მასაც უნდა, რომ როცა პირველი შვილი უნდა გაუჩნდეთ, ქმარი მის გვერდით იყოს.იქნებ, ყველამ ერთად მოვახერხოთ მისი შველა, იქნებ შევძლოთ, რომ ცოლ-ქმარი ერთად იყოს", - ამბობს ლუდა სალია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system