თავში

"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე" - ნაზი ჯანეზაშვილი

"ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე" - ნაზი ჯანეზაშვილი
ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე - ნაზი ჯანეზაშვილი

ხვალ არის უმნიშვნელოვანესი დღე სასამართლო სისტემაში და ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან იუსტიციის უმაღლესი საბჭო ჩაატარებს კენჭისყრას მოსამართლეების წარდგენა/დანიშვნა/გადაყვანის შესახებ!, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრი, ნაზი ჯანეზაშვილი ავრცელებს.

"ერთ დღეში გაიმართება ძალიან მასშტაბური პროცესი მოსამართლის თანამდებობების დაკავებასთან დაკავშირებით!

სავარაუდოდ, ხვალ გახდება საბჭოს არამოსამართლე წევრის, ლევან გზირიშვილის შვილი მოსამართლე!

კენჭისყრები გაიმართება შემდეგ თანამდებობებთან დაკავშირებით:

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატის საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით;

2. სააპელაციო და რაიონული (საქალაქო) სასამართლოებში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნის მიზნით;

3. თბილისის საქალაქო სასამართლოში არსებულ მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობებზე კანდიდატთა დანიშვნის მიზნით;

4. საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლით გათვალისწინებულ პროცედურაში მონაწილე კანდიდატებთან გასაუბრება და კენჭისყრა;

5. თბილისის საქალაქო/სააპელაციო სასამართლოს კოლეგიების/პალატების შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ", - წერს ჯანეზაშვილი სოციალურ ქსელში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system