თავში

ხვალ ღამით ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

​ხვალ ღამით ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება
ხვალ ღამით ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება

ხვალ, 17 დეკემბერის ღამის საათებში ქუთაისის შემოვლით გზაზე მოძრაობა შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

ქუთაისის შემოვლითი გზის მშენებლობისათვის საჭირო ბეტონის დამგები მექანიზმი მდინარე ჭიშურაზე არსებული ხიდიდან ბაღდათის კვანძზე უნდა გადაიტანონ. ამის გამო, 17 დეკემბერს, 00:00 საათიდან 06:00 სათამდე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება.

“დროის აღნიშნულ პერიოდში, სატრანსპორტო ნაკადის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის კმ216 (ნახშირღელეს სატრანსპორტო კვანძი)-ქუთაისი-სამტრედიის და ქუთაისი-გეგუთი-საყულია-ბაში-იანეთის საავტომობილო გზების და ბაშის სატრანსპორტო კვანძის გავლით”,-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system