თავში

ხვალ თბილისის ცალკეულ უბნებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

​ხვალ თბილისის ცალკეულ უბნებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ
ხვალ თბილისის ცალკეულ უბნებს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ

კომპანია „თელასი“ განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც, თბილისის ცალკეულ უბნებს ხვალ, 2 დეკემბერს ელექტრომომარაგება შეეზღუდებათ. მიზეზად გეგმიურ-პროფულაქტიკური სამუშაოები სახელდება.

უბნების ჩამონათვალს Report.ge გთავაზობთ:

გლდანის რაიონი:

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის ხევის დასახლების, თიანეთის გზატკეცილის, კაჭარავას და ჯანჯღავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, V მიკრორაიონების, ვეკუას, ხიზანიშვილის და ხიზაბავრის ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი:

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გურამიშვილის გამზირის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი:

11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: საიათნოვას ქუჩის მაცხოვრებლებს.

11 საათიდან 13 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფონიჭალის დასახლების მაცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონი:

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცინცაძის ქუჩის მაცხოვრებლებს.

14 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი:

11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მცხეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system