თავში

ხვალ თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

ხვალ თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება
ხვალ თბილისში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

გეგმური სამუშაოების ჩატარების გამო, 9 ივლისს თბილისის რამდენიმე რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

კომპანია "თელასის" ინფორმაციით, მთაწმინდის რაიონში, გეგმიური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი ტაბახმელას, წავკისის და შინდისის მცხოვრებლებს.

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის, აბაშიძის და რაზმაძის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო, 14:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვიქტორ დოლიძის და ქარელის ქუჩების მცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, თამარაშვილის და ანტონოვსკაიას ქუჩების მცხოვრებლებს.

გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქავთარაძის ქუჩის მცხოვრებლებს. დიდუბის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იროდიონ ევდოშვილის, ცემის, თევდორე მღვდლის, სოხუმის და ზუგდიდის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხეხილ-სანერგე მეურნების, ზაქარია ჯორჯაძის, გურამ გაბისკირიას, რეხის, ჯუმბერ ბეთაშვილის, მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძის და ვალერიან კანდელაკის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, მოსკოვის გამზირის და მეველეს ქუჩის მცხოვრებლებს. გეგმური სამუშაოების გამო, 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აწყურის, ნოსირის, უბილავას, დოესის, კასპის, ავლიპ ზურაბაშვილის და ლეხ კაჩინსკის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელის“ მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის I მიკრორაიონის, ილია ვეკუას, ალეკო გობრონიძის, ფორე მოსულიშვილის და ომარ ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯავახეთის II შესახვევის მცხოვრებლებს. კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system