თავში

ხვალიდან 2 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან 2 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება
ხვალიდან 2 დიდ ქალაქში გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება

ხვალიდან ბათუმსა და ქუთაისში გადაადგილებაზე ყველა სახის შეზღუდვები მოიხსნება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

პრემიერის განმარტებით, ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, შეზღუდვები ასევე, შესაძლებელია, მოიხნსას თბილისსა და რუსთავში. 

რამდენიმე კვირის წინ ჩვენ მოგვიწია გარკვეული ქალაქების ჩაკეტვა. ხვალიდან ისეთ ქალაქებში, როგორიც არის ბათუმი და ქუთაისი ყველა სახის შეზღუდვა გადაადგილებაზე მოიხსნება. დარჩება გარკვეული შეზღუდვა თბილისსა და რუსთავში. ეს პირდაპირ არის დაკავშირებული ეპიდემიოლოგიურ სიტუაციასთან მომიჯნავე რაიონებში.

თბილისსა და რუსთავშიც ამ დღეებში ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე შესაბამისი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული“,- განაცხადა გახარიამ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system