თავში

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება
ხვალიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

აბიტურიენტებს ხვალ ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღე ელოდებათ. მათ 08:00 საათიდან ქართულ ენასა და ლიტერატურაში უნდა წერონ ტესტირება. ქვეყნის მასშტაბით უკვე მზადაა 24 საგამოცდო ცენტრი. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საგამოცდო ცენტრებში სპეციალური წესები იმოქმედებს.

საგამოცდო სექტორებში უკვე დამონტაჟებულია კამერები და ოთახები აღჭურვილია შესაბამისი ავეჯითა და სხვა საჭირო ინვენტარით, მათ შორის, თერმოსქრინინგის მოწყობილობითა და დეზობარიერებით.

ყოველ სამუშაო მაგიდას წინა მხრიდან აქვს გამჭვირვალე დამცავი ფარი და მაგიდებს შორის 2-მეტრიანი დისტანციაა დაცული.

ნუნუ მიცკევიჩმა აღნიშნა, რომ საქართველოს საგამოცდო ცენტრებში კორონავირუსის პრევენციისთვის ყველა შესაბამისი რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და სამინისტრო აპლიკანტებს გამოცდების მშვიდ, კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში დასაწერად ყველა პირობას შეუქმნის.

მინისტრის მოადგილემ მოუწოდა გამოცდის მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ გამოცდების უსაფრთხოდ ჩატარების წესებს, რომლებიც აპლიკანტთა ჯანმრთელობის მაქსიმალური დაცვისა და საგამოცდო პროცესის სრულყოფილად წარმართვის უზრუნველსაყოფად დაზუსტდა.

უსაფრთხოების წესების გათვალისწინებით, ნუნუ მიცკევიჩმა თხოვნით მიმართა მშობლებს, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, არ დაელოდონ გამოსაცდელებს საგამოცდო ცენტრების წინ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system