თავში

ხვალიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება - რა უნდა იცოდეთ

ხვალიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება - რა უნდა იცოდეთ
ხვალიდან სავაჭრო ცენტრები იხსნება - რა უნდა იცოდეთ

1 ივნისიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ყველა ტიპის მაღაზია, სავაჭრო ცენტრი და ბაზრობა მუშაობას განაახლებს.

ჯანდაცვის სამინისტრომ მოლებისა და სხვადასხვა ტიპის სავაჭრო ცენტრებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. დოკუმენტის თანახმად, სავაჭრო ცენტრის სივრცეში განთავსებული ფართით მოსარგებლეებს რიგი ვალდებულებები ექნებათ. 

ამავე დოკუმენტის თანახმად, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები მანამ, სანამ მთავრობა შესაბამის დადგენილებას არ გამოსცემს.

ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, სავაჭრო ცენტრებმა აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

ერთიან შესასვლელთან უნდა მოეწყოს თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

ძირითადი ვალდებულებები ასეთია: 

  • ტანსაცმლის გამოსაცვლელი ოთახები უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით 2 საათიანი ინტერვალებით. სამუშაო დღის ბოლო უნდა ჩატარდეს მისი სრული დეზინფექცია;
  • სამუშაო სივრცის მუდმივი ვენტილაცია უნდა ხდებოდეს;
  • დასაქმებულებმა/ ვიზიტორებმა უნდა გამოიყენონ ერთჯერადი ხელსახოცებისა თუ სხვა გამოყენებული ჰიგიენური ნარჩენებისთვის დახურული კონტეინერები, რომელშიც ჩაფენილი იქნება ერთჯერადი პლასტიკური პაკეტი;
  • ანგარიშსწორებისთვის უპირატესობა უნდა მიენიჭოს უნაღდო გადახდას;
  • სივრცეში 5მ² ფართზე 1 ადამიანი დაიშვება;
  • სამუშაო მაგიდებზე, იქ სადაც დასაქმებულს უწევს კონტაქტი ვიზიტორთან, დროებით უნდა დამონტაჟდეს გამჭვირვალე დამცავი ბარიერი;
  • სავაჭრო კუნძულები ოთხივე მხრიდან უნდა აღიჭურვოს გამჭვირვალე დამცავი ბარიერით;
  • საჭიროების შემთხვევაში, დასაქმებულებს უნდა ჰქონდეთ აუცილებელი ინდივიდუალური დაცვის საშუალებები (ხელთათმანები, ნიღაბი, დამცავი ფარი);
  • ავეჯი ისე უნდა განლაგდეს, რომ დაცული იყოს უსაფრთხო დისტანცია;
  • იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება უსაფრთხო დისტანციის დაცვა დასაქმებულებს შორის (დახლების შემთხვევაში), გამოიყენონ გამყოფი ტიხრები (ბარიერები);
  • საკუთარი სივრცის შესასვლელში/სამუშაო ადგილზე ხელის სადეზინფექციო 70% ალკოჰოლის შემცველი ხსნარები უნდა განთავსდეს;
  • უნდა გაკონტროლდეს ვიზიტორთა ნაკადი, უსაფრთხო დისტანციის დასაცავად. 
ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system