თავში

ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს
ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

მღებრიშვილმა ე.წ. საზღვარი რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა და ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება.

გათავისუფლებული საქართველოს მოქალაქე საკუთარ ოჯახში, სავალდებულო კარანტინის გავლის შემდეგ დაბრუნდება.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე აცხადებს, რომ ოკუპირებული ცხინვალიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია და ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

შეგახსენებთ, ოკუპანტების მიერ გატაცებული პირი რამდენიმეთვიან პატიმრობაში ე.წ. საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით იმყოფებოდა, მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ კი გუშინ, ერგნეთში გამართული შეხვედრის შემდეგ გახდა ცნობილი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system